ანაბარზე სარგებლის მარტივი და რთული პროცენტის
დარიცხვის
წესი
პროექტის მთავარი იდეა: მაჩვენებლიანი
ფუნქციის დაკავშირება რეალურ სიტუაციასთან
პროექტის
აქტუალობა: ეს საკითხი
დღევანდელ პირობებში განსაკუთრებულად აქტუალურია.მისი შესწავლა დაეხმარებათ საბანკო
მომსახურების დროს სწორი არჩევანის გაკეთებაში.
პროექტის
მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ საჭირო მონაცემების შეგროვებას,ანალიზს და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას.
მონაწილეთა
ასაკი: 16–17 წელი
ხანგრძლივობა: 2 კვირა
მოსალოდნელი
შედეგები: მოსწავლეებს
შეუძლიათ სხვადასხვა ბანკების საპროცენტო განაკვეთების
შედარება და ანალიზის გაკეთება. შეუძლიათ ამ პროცესების განხილვა ფუნქციის ჭრილში.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: ადამიანური რესურსი,საწერი საშუალებები,ინტერნეტ–რესურსი.
პროექტის მსვლელობა:
ა)
თემის შერჩევა მოსწავლეებთან ერთად
ბ) მოსწავლეთა დაჯგუფება
გ) ჯგუფებისათვის ბანკების შერჩევა
დ) დავალების განაწილება ჯგუფის წევრებზე
ე) მონაცემების შეგროვება ჯგუფების
მიერ
ვ) შეგროვებული მონაცემების ანალიზი
ზ) შედეგების პრეზენტაცია
თ) შეფასება
საგნებთან,ესგ–სთან
კავშირი: ინტეგრაცია ისტ–სთან. ესგ–ს სტანდარტი:
XI-5. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და
მათი თვისებების გამოყენება რეალური
ვითარების მოდელირებისას.
XI-12. მოსწავლეს
შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების
მოპოვება
პროექტის
ხელმძღვანელი: ნინო წულუკიძე